სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ყველაფერი ილიაუნის სამართლის პროგრამების შესახებ

ღონისძიებები

5 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ფეისბუქის ლაივის საშუალებით დისტანციურად გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სამართლის პროგრამების შესახებ.

მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან:

ირაკლი ფორჩხიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;

კოტე ჩოკორაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

უჩა ძიმისტარიშვილი – იურიდიული კომპანია CCLA – პარტნიორი;

ნინო სირაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული.

გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები.

გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ სამართლის მიმართულებით განათლების მიღებით, მთელი საქართველოდან 5 მაისს, 16:00 საათზე, შექმნილი ვითარების გამო ფეისბუქლაივში.


დრო: 5 მაისი, 16:00 საათი

ადგილი: სამართლის სკოლის ფეისბუქგვერდი 

ბანერები