სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

"ყველა თანასწორია კანონის წინაშე?!" - სტუდენტური დებატები ილიაუნის სამართლის სკოლაში

10 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი", ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, ილიაუნის სამართლის სკოლაში გაიმართება სტუდენტური დებატები: "ყველა თანასწორია კანონის წინაშე?!" 

სტუდენტები იმსჯელებენ შემდეგ თემებზე: 

  • რა განაპირობებს გენდერულ უთანასწორობას პოლიტიკაში? რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში და მსოფლიოში? 
  • საჭიროა თუ არა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა და რატომ? 
  • უნდა მიმართოს თუ არა რაიმე დამატებით საკანონმდებლო ზომას სახელმწიფომ ქალთა პოლიტიკური უფლებების დასაცავად? 

დებატებში მონაწილეობას მიიღებს კურსის - "გენდერი და ადამიანის უფლებები" - საუკეთესო შეფასების მქონე ექვსი სტუდენტისგან დაკომპლექტებული ორი გუნდი. ისინი წინასწარ შემუშავებული წესების მიხედვით იკამათებენ, გამარჯვებულ გუნდს კი, მათი არგუმენტაციის, ორატორული ნიჭის, ინფორმირებულობისა და წინასწარ დადგენილი სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, გამოავლენს უნივერსიტეტის პროფესორებისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური. 

დრო: 10 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი "ლიგამუსი" (ჭავჭავაძის გამზ. #32)

ბანერები