სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი სწავლების პროცესში ნერგავს ე.წ. Mentorship-ის (Students to Students) ურთიერთობის ფორმატს., რაც გულისხმობს დამამთავრებელი წლის სტუდენტების მიერ დაწყებითი კურსის სტუდენტებისათვის სწავლის დროს შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი წლის სტუდენტები მიმდინარე წლის 23 დეკემბერს 14:00-ზე, A 307 აუდიტორიაში ეპატიჟებიან ყველა მსურველს (დაინტერესებულ პირს, არამხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი წლის სტუდენტებს) მიზნობრივ თეორიულ პრაქტიკულ შეხვედრაზე - ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა.

შეხვედრაზე დამამთავრებელი წლის სტუდენტები დამსწრე პირებს გადასცემენ იმ უნარჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ჰქონდეს პირს, იმისათვის, რომ შეეძლოს კვალიფიციური ხელშეკრულების შედგენა.

შეხვედრას წარუძღვებიან მირიან არიშვილი, ვარლამ ჭიპაშვილი და ანა ვაშალომიძე.

ბანერები