სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

წიგნის „საკორპორაციო სამართლის ანატომია“ თარგმანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

29 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება წიგნის „საკორპორაციო სამართლის ანატომია“ თარგმანის პრეზენტაცია. 

 საკორპორაციო სამართლის ანატომია ეკუთვნის ოქსფორდპრესის გამოცემათა სერიას. მისი ავტორები არიან საკორპორაციო სამართლის ცნობილი მეცნიერები: Reinier Kraakman, John Armour, Paul Davies, Luca Enriques, Henry Hansmann, Gerard Hertig, Klaus Hopt, Hideki Kanda, Mariana Pargendler, Wolf-Georg Ringe, Edward Rock.

მესამე გამოცემა მიმოიხილავს საკორპორაციო სამართლის  ძირითად პრინციპებს შედარებითი სამართლებრივი ანალიზის გამოყენებით. ნაშრომში მიმოხილულია ყველაზე მეტად გავრცელებული სამართლებრივი ოჯახების (აშშ, გაერთიანებული სამეფო, ბრაზილია, იტალია, საფრანგეი, გერმანია, იაპონია) საკორპორაციო სამართლის  ფუნდამენტური საკითხები. 

 წიგნი ქართულად თარგმნეს დავით მაისურაძემ და ანა ქოჩიაშვილმა.

 პრეზენტაციაზე დარიგდება წიგნები. 

დრო: 29 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები