სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ვახუშტი მენაბდის საჯარო ლექცია საპარლამენტო ზედამხედველობის რეფორმის შესახებ

ღონისძიებები

6 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის, ვახუშტი მენაბდის საჯარო ლექცია თემაზე: „საპარლამენტო კონტროლი საქართველოში – კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმა“.

ლექცია იმართება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის „უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა სამსახურებზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში.

დრო: 6 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები