სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ვაკანსია მკვლევრის ასისტენტის პოზიციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვებული გრანტის – ინვესტიციის დაცვის მექანიზმები საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული საკორპორაციო სამართლის მიხედვით –ფარგლებში აცხადებს სტუდენტთა კონკურსს მკვლევრის ასისტენტის ანაზღაურებად პოზიციაზე.

მოთხოვნები:

  • საგრანტო პროექტების ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • საგრანტო პროექტების მიზნებიდან გამომდინარე კვლევების განხორციელებაში მონაწილეობა.

პირობები:

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 2;
  • მკვლევრის ასისტენტი პროექტების განხორციელებაში ჩართულია დისტანციურად – კვირაში 10 საათის განმავლობაში;
  • მკვლევრის ასისტენტი კვირაში ერთხელ ხვდება საგრანტო პროექტების ძირითად პერსონალს;
  • ვადა – 2018 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით;
  • ყოველთვიური სარგო – 150 ლარი (გადასახადების გარეშე).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურის I (პირველი) კურსის სტუდენტებს. უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნე აპლიკანტებს.

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

პირველ ეტაპზე შერჩევა განხორციელდება რეზიუმეებისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე; მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას.

კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე – CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2018 წლის 20 მარტის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის ველში მიუთითოთ დასახელება „სამართლის სკოლის მკვლევარის ასისტენტი“.

ბანერები