სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ვაკანსია მკვლევრის ასისტენტის პოზიციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვებული გრანტების ფარგლებში (1. ეფექტური კორპორაციული მართვის სისტემა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოებისათვის - არსებული სამართლებრივი რეგულირება, გამოწვევები და რეკომენდაციები; 2. ინვესტიციის დაცვის მექანიზმები საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული საკორპორაციო სამართლის მიხედვით), აცხადებს სტუდენტთა კონკურსს მკვლევრის ასისტენტის ანაზღაურებად პოზიციაზე.

მოთხოვნები:

  • საგრანტო პროექტების ფარგლებში, ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • საგრანტო     პროექტების     მიზნებიდან     გამომდინარე,    კვლევების განხორციელებაში მონაწილეობა.

პირობები:

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 2;
  • მკვლევრის ასისტენტი პროექტების განხორციელებაში ჩართულია დისტანციურად -კვირაში 10 საათის განმავლობაში;
  • მკვლევრის ასისტენტი კვირაში ერთხელ ხვდება საგრანტო პროექტების ძირითად პერსონალს;
  • ვადა - 2017 წლის 30 იანვრიდან 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით;
  • ყოველთვიური სარგო - 150 ლარი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მესამე და მეოთხე კურსებისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე აპლიკანტებს.

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს. რეზიუმეებისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე შერჩეული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას.

კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2017 წლის 20 იანვარი.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის ველში „თემა“ მიუთითოთ დასახელება „სამართლის სკოლის მკვლევრის ასისტენტი“.

ბანერები