სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქალაქო სასამართლოსთან

მიმდინარე წლის 30 აპრილს ხელი მოეწერება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის მიზანია კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა.

მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ბაზაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თანადგომით, განხორციელდება ლექცია-სემინარები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის. ურთიერთთანამშრომლობისას სტუდენტები გაეცნობიან სასამართლო სისტემას, მოხდება მათი ინფორმირება მოქმედი კანონმდებლობის და მათთვის საინტერესო სამართლებრივი საკითხების თაობაზე. საშუალება მიეცემათ კვირაში ერთხელ მაინც დაესწრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს. ჩატარდება სტუდენტური ოლიმპიადა და გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები. განხორციელდება სამართლის სკოლაში მოქმედი სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში მონაწილეობა, ასევე დაიგეგმება და განხორციელდება სხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს წინამდებარე მემორანდუმის მიზანსა და ამოცანებს. 

მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლო განახორციელებს ასევე ყოველსემესტრულ ლექცია სემინარებს თემებზე:

• სასამართლო ხელისუფლება - მოკლე ისტორიული ექსკურსი, სასამართლო ინსტანციები;
• სასამართლო ხელისუფლება- არსებული მდგომარეობა;
• სასამართლო ხელისუფლება - განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები;
• სასამართლოს ხელისუფლების არსი და მიზნები;
• არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული, კანონმდებლობის მიდგომა და თავისებურებები მათ მიმართ;
• საქართველოს კონსტიტუცია;
• სახელმწიფო და სამართალი.

სასამართლოს სტუდენტებისთვის მოაწყობს ექსკურსიას სასამართლოს შენობაში ორგანიზებას გაუწევს სტუდენტების დასწრებას სასამართლო პროცესებზე;
მონაწილეობას მიიღებს სტუდენტთათვის პრაქტიკის ფარგლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მათი შეფასების პროცესში;
ორგანიზებას გაუწევს სტუდენტურ სამართლებრივ ოლიმპიადას, იმიტირებულ სასამართლო პროცესებს;

სამშაბათს, 30 აპრილს ა101 აუდიტორიაში 16:00-ზე ხელი მოეწერება ამ მემორანდუმს, ხელმოწერის დასრულების შემდგომ, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ბატონი მამუკა ახვლედიანი სტუდენტებს წაუკითხავს საჯარო ლექციას.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები