სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის ადვოკატთა სკოლასთან

მიმდინარე წლის 30 აპრილს 15:00 საათზე, ხელი მოეწერება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის ადვოკატთა სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის მიზანია  კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული განვითარებისა და  განგრძობადი იურიდიული განათლების  განვითარების ხელშეწყობა.

კავკასიის ადვოკატთა სკოლის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან სამართლის სკოლაში მიმდინარე და სამომავლო სწავლების პროცესში. დაიგეგმება და განხორციელდება მრავალი საჯარო შეხვედრა, სტუდენტებისთვის აქტუალურ თემებზე და მრავალი საინტერსო და სასარგებლო საერთო პროექტი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში კავკასიის ადვოკატთა სკოლის მსმენელებს შეეძლებათ ისარგებლონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული რესურსებით.

ბანერები