სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2013 წლის 23 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი კიდევ უფრო აქტიურს გახდის ELSA-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს სამართლის სკოლის სტუდენტების პროფესიულ დაოსტატებასა და განვითარებას. სხვადასხვა მიზნობრივი პროექტები, რომელსაც ELSA, ილიაუნის დახმარებით განახორციელებს, სტუდენტებს მისცემს პრაქტიკულ გამოცდილებას. მათ ასევე საშუალება ექნებათ უშუალოდ ჩაერთონ პროექტების მომზადების პროცესში.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების პროცესს.

ბანერები