სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

უნივერსიტეტთაშორისი ესეების კონკურსი კერძო სამართალში

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარება მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარების ზრდის მეშვეობით“.

პროექტში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ეს უნივერსიტეტები სამართლის სკოლების/ფაკულტეტების სტუდენტებისთვის აცხადებენ ესეების კონკურსს. ესეი უნდა ეხებოდეს ერთ-ერთ მიმართულებას: ვალდებულებითი სამართალი, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი და საკორპორაციო სამართალი.

კონკურსის მიზანია პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარების მხარდაჭერა.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

1. საკონკურსო ანალიტიკური ესეი უნდა ეხებოდეს ვალდებულებითი სამართლის, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების სამართლის, სახელშეკრულებო სამართლის ან/და საკორპორაციო სამართლის თეორიულ ან/და პრაქტიკულ მხარეებს;

2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს ან/და სტუდენტთა ჯგუფებს. ესეის ავტორი მისი წარდგენის დროს უნდა იყოს პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტი;

3. ესეის ძირითადი ანალიტიკური ნაწილი უნდა ეხებოდეს ვალდებულებითი სამართლის, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების სამართლის, სახელშეკრულებო სამართლის ან/და საკორპორაციო სამართლის აქტუალურ საკითხებს და უნდა ასახავდეს ავტორის/ავტორების მიგნებას, ანალიზსა და რეკომენდაციას;

4. ინფორმაციის დასამუშავებლად შესაძლებელია ვიზუალური გრაფიკული სიმბოლოების (დიაგრამების, ცხრილების და ა.შ.) გამოყენება;

5. ესეი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

6. ესეის სავარაუდო სტრუქტურა:

    • სათაური
    • თავფურცელი პირადი ინფორმაციის მითითებით (სახელი და გვარი, უნივერსიტეტის დასახელება, ესეის მომზადების თარიღი)
    • ავტორის/ავტორების მთავარი მიგნებები (აბსტრაქტი)
    • შესავალი
    • ძირითადი ნაწილი
    • დასკვნა
    • გამოყენებული ლიტერატურა

7. ესეის ტექნიკური მახასიათებლები:

    • ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტით
    • გვერდების საშუალო რაოდენობა: 7-10 
    • ფონტი ძირითადი ტექსტისთვის: Sylfaen, ზომა 12
    • ფონტი სქოლიოსთვის: Sylfaen, ზომა 10
    • დაშორება 1,15
    • გვერდის სტრუქტურა: Normal

8. ესეიში მოცემული მოსაზრებები და ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს/ავტორებს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

9. უკვე გამოქვეყნებული ესეები არ მიიღება.


ესეის შეფასების პირობები:

  • აქტუალობა, პრობლემური საკითხთა იდენტიფიცირება (30 ქულა)
  • გამოყენებული ლიტერატურის/სასამართლო პრაქტიკის მრავალფეროვნება და ციტირების სტანდარტი (25 ქულა)
  • ესეის ტექნიკური შესაბამისობა კონკურსის მოთხოვნებთან (10 ქულა)
  • ავტორის/ავტორების შემოთავაზებული გზები პრობლემური საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებით (20 ქულა)
  • სამართლებრივი ენის, ტერმინოლოგიის გამართულობა (15 ქულა)

გამოგზავნილ ესეებს აფასებს უნივერსიტეტების მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია.

კონკურსი შედგება ორი ნაწილისგან:

  • კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. რეგისტრაციის შემდეგ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს ჩაუტარდებათ ტრენინგი აკადემიურ წერაში ესეის წერის სტანდარტების გასაცნობად;
  • კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულ სტუდენტებს აკადემიური წერის ტრენინგის გავლის შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ, დაიწყონ ესეის წერა.

საკონკურსო პრიზები: პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტი/სტუდენტთა ჯგუფები დაჯილდოვდებიან სასაჩუქრე ვაუჩერებითა და სერტიფიკატებით.

საკონკურსო ვადები 

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველი სტუდენტის/სტუდენტების ჯგუფების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ოქტომბერი.
  • აკადემიური წერის ტრენინგი ჩატარდება 2023 წლის 16-დან 21 ოქტომბრამდე ელექტრონულად.

ესეის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 ნოემბერი.

კონკურსის მონაწილეების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელფოსტაზე: competition2023@iliauni.edu.ge.

გამოგზავნისას ელფოსტის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ: „ესეების კონკურსი“. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ სტუდენტის/სტუდენტების სახელი, გვარი და უნივერსიტეტის დასახელება.

გაითვალისწინეთ, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლების/ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: 

ტელ.: +995 577114522

ელფოსტა: competition2023@iliauni.edu.ge

2023 წელი

ბანერები