სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Unconference – „ადამიანის უფლებები უნივერსიტეტში"

ღონისძიებები

16 ივნისს, 12:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით გიწვევთ დისტანციურ unconference-ზე  – „ადამიანის უფლებები უნივერსიტეტში".

რა არის Unconference?

ეს არის კონფერენცია, რომლის დღის წესრიგს,  ტრადიციული კონფერენციისგან განსხვავებით,  ორგანიზატორების ნაცვლად მონაწილეები განსაზღვრავენ – ისინი ირჩევენ მათთვის საინტერესო სესიას და წყვეტენ, რომელს დაესწრონ. მონაწილეებს ასევე შეუძლიათ თავად დაარეგისტრირონ საკუთარი იდეა სესიისთვის და გაუძღვნენ მას.

დისტანციური ღონისძიება გაიმართება პლატფრომა Zoom-ის მეშვეობით. სესიაზე დასასწრებად ან საკუთარი იდეის დასარეგისტრირებლად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე:

ღონისძიების წესები:

  • Unconference-ზე დარეგისტრირება შეუძლია სამართლის ნებისმიერი სკოლის სტუდენტს ან ლექტორს.
  • Unconference-ის თემაა ადამიანის უფლებები – რა როლს თამაშობს უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების პოპულარიზაციაში? რა როლს თამაშობენ სტუდენტები ადამიანის უფლებათა დაცვაში და სხვ.
  • Unconference ტარდება Zoom-ის საშუალებით და შესვენებების ჩათვლით გრძელდება რამდენიმე საათს. ეს დამოკიდებულია სესიების რაოდენობაზე. თითოეული სესიისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 1 საათი (კითხვა-პასუხის ჩათვლით). პარალელურად შესაძლებელია 4 სესიის გამართვა.
  • Unconference-ს არ აქვს წინასწარი დღის წესრიგი. თითოეული მონაწილე საკუთარ დღის წესრიგს ადგენს  (ირჩევს სესიას ერთ კონკრეტულ თემაზე) და ზუმის იმ ოთახში შედის, რომელშიც მისთვის სასურველი შეხვედრა ტარდება.
  • Unconference შედგება სხვადასხვა სესიიგან/ვორკშოპისგან, რომელიც პარალელურად ჩატარდება ზუმის სხვადასხვა breakout room-ში.

დარეგისტრირებული სესიები და მომხსენებლები:

  • „რა და როგორ ვიკვლიოთ აკადემიურად ადამიანის უფლებებზე?”დავით ზედელაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის მკვლევარი (12:00 საათი – ოთახი N1)
  • „პრაქტიკული სამართლის – Street Law  სწავლება მოსწავლეებისთვის” გიორგი ასათიანი, შავი ზღვის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი (12:00 საათი –ოთახი N2)
  • „როგორ მოვიქცეთ, როცა საჯარო პირები დისკრიმინაციის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებენ?” ანა აფციაური, ილიაუნის  საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი და ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი (12:00 საათი – ოთახი N3)
  • „ადამანის უფლებების მნიშვნელობა სასჯელის დანიშვნისა და აღსრულების დროს. როგორ ვაქციოთ საუნივერსიტეტო სწავლება სამართლებრივი პრაქტიკის ამაღლების და საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურის განვითარების ბაზისად” –   კარლო ნიკოლეიშვილი, თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველოს" პროექტის კოორდინატორი (12:00 საათი – ოთახი N4)
  • „უნივერსიტეტების მიერ საუნივერსიტეტო სივრცის გარეთ ჩატარებული კვლევების გამოყენება და მათ დამუშავებაში პროფესორებისა და სტუდენტების ჩართვა”მარინე კვაჭაძე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტის პროფესორი (13:00 საათი – ოთახი N1)
  • „უმცირესობათა უფლებების სწავლების თავისებურებანი“თამარ ავალიანი, სეუ-ის ასოცირებული პროფესორი (13:00 საათი – ოთახი N2)
  • „როგორ დავაფუძნოთ ადამიანის უფლებათა კლინიკა უნივერსიტეტში?”თამარ გურჩიანი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი (13:00 საათი – ოთახი N3)
  • „როგორ ვითანამშრომლოთ პარლამენტთან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე?”თამარ კორძაია, ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი, ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი (13:00 საათი – ოთახი N4)
  • „რა როლს ასრულებს მედიაეთიკა ადამიანის უფლებების დაცვაში?”მარიამ მელქაძე, ილიაუნის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი (14:00 საათი – ოთახი N1)
  • „როგორ დავაფუძნოთ კინოკლუბი უნივერსიტეტში?”მარი დევიძე, ილიაუნის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი და ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი (14:00 საათი – ოთახი N2)
  • „როგორ და სად გავასაჩივროთ დისკრიმინაციის ფაქტი?“ – ნუცა მაზანაშვილი, ილიაუნის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი და ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი (14:00 საათი – ოთახი N3)
  • "რატომ და რა უნდა ისწავლებოდეს საუნივერსიტეტო კურსში "გენდერი და საერთაშორისო სამართალი" - ქეთევან ხუციშვილი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (15:00 საათი - ოთახი N1)
  • "ადამიანის უფლებების პრაქტიკული გამოყენება: აქტივიზმის სწავლება ადამიანის უფლებების დასაცავად" - გიორგი ჩიტიძე, ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი (15:00 საათი - ოთახი N2)
  • „სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის დანერგვა უნივერსიტეტებში“ – ნათია ჩიტაშვილი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი; სექსუალური შევიწროების საუნივერსიტეტო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრი (15:00  საათი – ოთახი N3)
2021 წელი
ბანერები