სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ულრიხ ჰაგენლოხის საჯარო ლექცია მტკიცების ტვირთის შესახებ

ღონისძიებები

21 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტის, ულრიხ ჰაგენლოხის საჯარო ლექცია თემაზე: „მტკიცების ტვირთი გერმანიის სამოქალაქო სამართალში“. ულრიხ ჰაგენლოხთან ერთად ისაუბრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი ლაშა კალანდაძე, რომელიც ქართული პროცესის მაგალითებთან გაავლებს პარალელებს.

სამოქალაქო სამართლის დავების უმრავლესობა წყდება მითითების ტვირთის, მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულების შეფასების ეტაპებზე. რამდენადაც გასაგებია ეს პრინციპები, იმდენად მრავალფეროვანია მათთვის თავის არიდებისა და მათი დარღვევის შემთხვევები. გერმანიაში დამკვიდრდა ძალზე განსხვავებული სასამართლო პრაქტიკა, რომლის საფუძველზეც სასამართლოები ცდილობენ, რაც შეიძლება ობიექტურად გაანაწილონ მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი.

ულრიხ ჰაგენლოხი გერმანიის იუსტიციის სისტემას შეუერთდა 1978 წლიდან. 2006-დან 2018 წლამდე  იგი  იყო დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტი. 2007 წლიდან GIZ-ის ეგიდით აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე სამართლისა და სასამართლო რეფორმებში და  არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. ამჟამად  მონაწილეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შედარებითი (ქართულ-გერმანული) კომენტარის შემუშავებაში.

ლექციის ენა: გერმანული (უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი)

დრო: 21 ივნისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა:  წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

ბანერები