სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„თვითმფრინავის ბიჭების საქმიდან დღემდე“ – საჯარო ლექცია და დისკუსია

ღონისძიებები

29 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA თბილისი) ილიაუნის სამართლის სკოლის მხარდაჭერით გამართავს საჯარო ლექციასა და დისკუსიას „თვითმფრინავის ბიჭების საქმიდან დღემდე“.

ლექციას წაიკითხავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თორნიკე გოგისვანიძე და  მწერალი, იურისტი ირაკლი არიშვილი.

ღონისძიებაზე აჩვენებენ ფილმის „თვითმფრინავის ბიჭები“ ფრაგმენტს, რომელსაც განიხილავენ როგორც ლიტერატურული, ისე სამართლებრივი კუთხით. მონაწილეები ჩაერთვებიან სიმულაციაში, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კონსტიტუციის თანხვედრის  განსაზღვრას.

ღონისძიების მიზანია სტუდენტთა ინფორმირებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

  • ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს / კურსდამთავრებულებს.
  • მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
  • შერჩეულ მონაწილეებს დავუკავშირდებით ელექტრონული ფოსტით  ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/intMS

რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 26 თებერვლის 18:00 საათამდე.

ელსა (European Law Students' Association, ELSA), მსოფლიოს უდიდესი აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურისტ სტუდენტთა გაერთიანება, საქმიანობს როგორც საერთაშორისო და ეროვნულ, ისე ლოკალურ დონეზე.  დღესდღეობით მოიცავს 43 ევროპულ სახელმწიფოს ეროვნული ჯგუფების დონეზე, 394-მდე უმაღლეს სასწავლებელს მთელ ევროპაში, 60000-მდე იურისტ სტუდენტსა და ახალგაზრდა იურისტს. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA თბილისი) საერთაშორისო ქსელის ლოკალური ჯგუფია.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ

  • თამარ ლომიძეს,  ვიცე-პრეზიდენტს სემინარებისა და კონფერენციების მიმართულებით

ელფოსტა: Seminarsconferences.tbilisi@ge.elsa.org | 599 76 58 95

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 29 თებერვალი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2024

ბანერები