


ტრენინგი: ხელშეკრულების შედგენის ტექნიკები
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კლინიკა იწყებს ტრენინგს ხელშეკრულების შედგენის ტექნიკებთან დაკავშირებით.
ტრენინგი ჩატარდება ორ ეტაპად:
- I- ეტაპი: 16-17 დეკემბერი
- II- ეტაპი: 23-24 დეკემბერი
ტრენინგი ორივე შემთხვევაში დაიწყება 17:00 საათზე და გაგრძელდება 21:00 საათამდე.
მონაწილეობის მისაღებად განაცხადი (სახელი/გვარი, საკონტაქტო ნომერი, მოკლე სამოტივაციო წერილი) უნდა გამოაგზავნოთ მითითებულ ელ.ფოსტაზე: iliauni.civillawclinic@gmail.com
ტრენერები: ადვოკატი და სამართლის სკოლის კლინიკის ხელმძღვანელი - ამირან მეშველიშვილი, ადვოკატი და სამართლის სკოლის ლექტორი - გიორგი გლაზოვი, ადვოკატი და ილიაუნის სამართლის სკოლის მაგისტრი - ლევან ოსაძე.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
2023