სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგი - ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა

ახალი ამბები

2023 წლის 16-17 და 23-24 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კლინიკამ  ჩაატარა ტრენინგი, სახელწოდებით: "ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა".

ტრენინგი ჩატარდა ორ ეტაპად:

I- ეტაპი: 16-17 დეკემბერი, რა დროსაც ახსნილი იყო ხელშეკრულების არსი, დანიშნულება, შედეგები, სახეები, ფორმა, ხელშეკრულების საგანი და ხელშეკრულების შედგენასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ხელშეკრულების ე.წ. არქიტექტონიკა (აგებულება).

II- ეტაპი: 23-24 დეკემბერი, რა დროსაც ახსნილი იყო  და დაიწერა (შედგენილ იქნა) ნასყიდობის, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებები იწერებოდა ტრენინგის მონაწილეების თანდასწრებით და ჩართულობით.

ტრენინგი გახსნა და ტრენინგის პირველ ეტაპს უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი, ადვოკატი -  გიორგი გლაზოვი.

ტრენინგის მეორე ეტაპს უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი, სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი, ადვოკატი - ამირან მეშველიშვილი.

ტრენინგის პირველ და მეორე ეტაპზე, ტრენინგს, ასევე უძღვებოდა ადვოკატი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მაგისტრი - ლევან ოსაძე.

ტრენინგების დასრულების შემდეგ, 25 დეკემბერს გაიმართა სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრო სამართლის სკოლის დეკანი, ბატონი გიორგი პაპუაშვილი.

2023

ბანერები