სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგი "სამოქალაქო სამართლის კაზუსის ამოხსნის ტექნიკები"

ახალი ამბები

28 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის მხარდაჭერით და კლუბ "სტუდენტური სასამართლოს" სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "სამოქალაქო სამართლის კაზუსის ამოხსნის ტექნიკები". სამართლის სკოლის სტუდენტებმა პირველ ტრენინგზე მოისმინეს კაზუსის ამოხსნის თეორიულ მასალა, განიხილეს რეალური კაზუსები და მისი ამოხსნის ტექნიკები. ტრენინგს უძღვებოდა სამართლის სკოლის ლექტორი გიორგი გლაზოვი.

მეორე ტრენინგი გაიმართება შაბათს, 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე. მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დამოუკიდებლად ამოხსნან კაზუსები.

ბანერები