სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგი „მოლაპარაკების ტექნიკები მედიატორებისთვის"

2021 წლის 8, 13 და 14 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციაციის ორგანიზებით ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS ფარგლებში მოქმედი მედიატორებისთვის გაიმართა ტრენინგი „მოლაპარაკების ტექნიკები მედიატორებისთვის".

ტრენინგს უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კოლექტიური მედიაციის რეესტრის მედიატორი, ESSEC – IRENE-ის, POINT-ის, INTRA-ის ასოცირებული ექსპერტი ტარიელ სიხარულიძე.

ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები:  

  • მომზადება მოლაპარაკებებში, დისტრიბუციული მოლაპარაკებები;
  • თანამშრომლობითი სტრატეგია და ტაქტიკა;
  • ემოციების როლი მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მონაწილეს, რომელმაც გაიარა ტრენინგის სრული კურსი, გადაეცემა სერტიფიკატი.

 

ბანერები