სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგი იურისტებისათვის

18-19 იანვარს, ილიაუნიში. A101 აუდიტორიაში ჩატარდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით და EU “Hulla & Co. Human Dynamics KG“–ის მხარდაჭერით განხორციელდება ტრენინგი ადვოკატებისათვის თემაზე - “ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები  სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში’’. ტრენინგს გაუძღვებიან კონსტანტინე კორკელია და ბესარიონ ბოხაშვილი.

აღნიშნულ ტრენინგზე დასწრება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე და მეოთხე წლის და სამაგისტრო პროგრამის იმ პირველ ათ სტუდენტს, რომელიც რეგისტრაციას გაივლის ელ-ფოსტაზე mgiorgobiani@iliauni.edu.ge.

დასაწყისი: 10:00 საათზე

ტრენინგის დღის წესრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ბანერები