სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგი ბრიტანული საპარლამენტო დებატების ფორმატის შესახებ

17 და 18 ივნისს 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 204 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლისა და სტუდენტური დებატების კლუბის - Speakers for the future - ორგანიზებით, გაიმართება ორდღიანი ტრენინგი ბრიტანული საპარლამენტო დებატების ფორმატის შესახებ, რომელიც ერთ-ერთ ცნობილი და აპრობირებული ფორმატია საერთაშორისო მასშტაბით.

ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც:

  • აინტერესებს დებატებისა და საჯარო გამოსვლების ხელოვნება;
  • სურს, შეისწავლოს ბრიტანული საპარლამენტო დებატების ფორმატი და მისი ტექნიკები;
  • სურს, ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს მინიდებატებში და გაიუმჯობესოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

პროექტის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს (ვინც ორივე დღეს დაესწრება ტრენინგს) გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/08xgU3
ტრენინგს დაესწრება დარეგისტრირებული პირველი 35 სტუდენტი.

დრო: 17 და 18 ივნისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 204 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: მარიამ გაბუნია
ელფოსტა: mariamgabunia1@gmail.com
ტელ.: 574 030 485
ფეისბუქ-გვერდი: https://www.facebook.com/HubSFF/

ბანერები