სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტელდერსისა და ვილემ ვისის საერთაშორისო კონკურსებზე მონაწილეთა შერჩევა დაიწყო

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ დაიწყო მონაწილეობის მსურველთა შერჩევა საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესისთვის:

  • ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი/Telders International Law Moot Court Competition.
  •  ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესი/ Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot

მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის, სტუდენტებს.

სტუდენტთა შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად:

  • შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ შესაბამისი თემა;
  • სტუდენტებს გამოგზავნილი თემის საფუძველზე შეარჩევენ შემდეგი ეტაპისათვის, რომელიც ჩატარდება ინგლისურ ენაზე გასაუბრების ფორმით (მომდევნო ეტაპზე გადასულ სტუდენტებს გაეგზავნებათ დამატებითი ინფორმაცია).

სტუდენტებმა, რომლებსაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის შესარჩევ კონკურსში, ინგლისურ ენაზე უნდა დაწერონ მითითებული საკონკურსო თემებიდან ერთ-ერთი (სიტყვების რაოდენობა 250-დან 350-მდე):

  • Describe the hierarchy of norms (i.e., legal authority) applicable to international arbitration. Provide a theoretical justification explaining the hierarchy, as you have described it.
  • What are the basic types of dispute resolution? What distinguishes arbitration from the other methods of dispute resolution?
  •  Discuss the concept of good faith under United Nations Convention on Contracts for the International Sale of Goods and UNIDROIT Principles of International Commercial Contracts.
  •  Describe the main principles, governing the International Commercial Arbitration

სტუდენტებმა, რომლებსაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ ტელდერსის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის შესარჩევ კონკურსში, ინგლისურ ენაზე უნდა დაწერონ თემა (სიტყვების რაოდენობა 250-დან 350-მდე):

  •  Discuss the importance of international law in maintaining international peace and security.

სტუდენტებმა საკონკურსო თემა შესაბამისი კონკურსის მითითებით უნდა გაგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: iliaunimcc@gmail.com

 2021 წელი

 

ბანერები