სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტარიელ ზივზივაძის საჯარო ლექცია

ტარიელ ზივზივაძის საჯარო ლექცია თემაზე:

მარკეტინგი თავისუფალ იურიდიულ პროფესიაში დასაქმებული პირებისათვის

26 ნოემბერს, B 102 აუდიტორია, 19:00 საათი

რატომ არის თავისუფალ იურიდიულ პროფესიაში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის აუცილებელი თავიანთი თავის და საქმიანობის "სწორი" მარკეტინგი? რატომ არის აუცილებელი მომსახურების მარკეტინგის ცოდნა? კონკრეტულად რას მოიცავს მომსახურების მარკეტინგი? კონკრეტულად რა შედეგს უნდა ველოდოთ ამ საქმიანობისგან და როდის? რა მარკეტინგული ინსტრუმენტების [ბრენდინგი, CRM, ურთიერთობით მარკეტინგი, ციფრული მარკეტინგი და ა.შ.] გამოყენება არის მიზანშეწონილი? რა განსხვავებების ფიზიკური და იურიდიული პირების მარკეტინგის შემთხვევებში? 3 ნაბიჯი საკუთარი არსებული მდგომარეობის შესაფასებლად (ქართული მაგალითების, ასევე სტუმრების მაგალითების განხილვის საფუძველზე) და 3 პრაქტიკული რჩევა მათთვის, ვინც საკუთარი მარკეტინგული საქმიანობის დაწყებას ან თანამედროვე დონეზე აყვანას გეგმავს.

ტარიელ ზივზივაძე - 35 წლის, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია - MARNET Associates LLC-ის დირექტორი, ბიზნეს კონსულტანტი და ტრენერი 16+ წლიანი გამოცდილებით. პროფესიული სტაჟირება გავლილი აქვს აშშ-ში, ამერიკულ ბიზნეს კომპანიებში, პროფესიული სასწავლო პროგრამა კი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში [GWU], აშშ. გაუკეთებია არაერთი ბიზნეს ორგანიზაციის ბიზნეს სტრატეგია, ბიზნეს გეგმა, მარკეტინგის გეგმა და სხვა მიზნობრივი პროექტი 1,472 მილიარდ ლარამდე მაქს. ბიუჯეტით. ატარებს დისტანციურ/არადისტანციურ სასწავლო პროგრამებს ქართულ/ინგლისურ ენებზე [მარკეტინგი, სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია, კორპორატიული ეთიკა]. ფლობს სამ უცხო ენას.

პრეზენტაციის ხანგრძლივობა - 25-30 წუთი
კითხვა - პასუხის ხანგრძლივობა - დაახლოებით 1 საათი
დასწრება თავისუფალია

ბანერები