სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტური კონფერენცია „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და სასამართლოს რეფორმა“

ღონისძიებები

17 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“  საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ილიაუნის სამართლის სკოლასთან პარტნიორობით გამართავს სტუდენტურ კონფერენციას „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და სასამართლოს რეფორმა“.

ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუდენტებთან ერთად იმსჯელებენ ევროინტეგრაციის გზაზე სასამართლო სისტემის რეფორმის არსებულ მდგომარეობაზე.

ღონისძიების სპიკერები იქნებიან:

ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი;
ანა ჩიქობავა, მეგი შამათავა, სალომე კვირიკაშვილი, საქართველოს სასამართლოს გუშაგის ანალიტიკოსები.

კონფერენციის მონაწილე სტუდენტები მიიღებენ ონლაინსერტიფიკატებს.

ღონისძიება ეწყობა პროექტის "CourtWatch.ge" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ.

დრო: 17 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები