სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი მედია სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ კონკურს მედია სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ( Price Media Law Moot Court) რომელიც გაიმართება ინგლისში ქ. ოქსფორდში 2013 წლის 9-12 აპრილს.

http://pricemootcourt.socleg.ox.ac.uk/

მოთხოვნები:

  • სტუდენტი კარგად  უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას
  • უნდა გააჩნდეს დამოუკიდებლად მუშაობის და კვლევის  უნარი რაც აუცილებელია მემორიალების მოსამზადებლად
  • უნდა  შეეძლოს ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია 
  • სასურველია ჰქონდეს  მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება

დაინტერესებულმა  პირებმა  უნდა გამოაგზავნონ  ქართულ, ან ინგლისურ ენაზე CV-ს   ელექტრონული ფორმა  არაუგვიანეს 20 ნოემბრისა შემდეგ იმეილზე mgiorgobiani@iliauni.edu.ge, ან მოიტანონ სამართლის ფაკულტეტის დეკანატში A 402 აუდიტორიაში არაუგვიანეს  20 ნოემბრისა.

CV-ს შედეგად შერჩეული  კანდიდატები გაივლიან კონკურსის მეორე ეტაპს, რის საფუძველზეც მოხდება მონაწილეების ინგლისური ენის ცოდნის შემოწმება და  იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად სამი კანდიდატის გამოვლენა. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 229 46 16 

საკონტაქტო პირი: მარიამ გიორგობიანი

ბანერები