სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ კონკურს  საინვესტიციო სამართლის მიმართულებით  იმიტირებულ სასამართლო პროცესის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ( F D I Moot)  რომელიც გაიმართება ქალაქ ფრანკფურტში  2013 წელს.  დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: (http://www.fdimoot.org/index.php?FormName=Search&FormAction=search&s_ConferenceID=2013)

მოთხოვნები:
I.  სტუდენტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას
II. უნდა გააჩნდეს ინტერესი საინვესტიციო სამართლის მიმართულებით

სტუდენტთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
I. გასაუბრება ინგლისურ ენაზე
II. წერითი დავალება, რომლის შესრულებაც  მოხდება  ასევე ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებული პირები გთხოვთ მობრძანდეთ  ხუთშაბათს, 16 მაისს, 6 საათზე  A 402 აუდიტორიაში სადაც გაიმართება შერჩევის პირველი ეტაპი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 49 33 77, ან 222 16 37 საკონტაქტო პირი მარიამ გიორგობიანი.

ბანერები