სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირება

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სამართლის სკოლაში სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას (სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე და მესამე  კურსის სტუდენტებისთვის). 

 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრისა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ: სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დახმარება;
  • სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
  • დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური ხასიათის დახმარება;
  • შიდა და გარე მობილობაში მონაწილე სტუდენტების რეგისტრაცია და საინფორმაციო შეხვედრების პროცესში დახმარება;
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა  (უპირატესად ჩაითვლება B2 დონე)
  • ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენებზე
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ქცევითი კომპეტენციები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოტივირებულობა
  • ინფორმაციის დახარისხების უნარი
  • პრობლემების გადაჭრის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

  • მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №32
  • ფაკულტეტი: სამართლის სკოლა
  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
  • ანაზღაურება: თვეში 270 ლარი (დარიცხული)

კონკურსი წარიმართება შემდეგ ეტაპებად: 

  • წარმოდგენილი CV-ების გადარჩევა
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2024 წლის 26 აპრილის ჩათვლით (18:00 საათამდე) შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ „სამართლის სკოლის სტაჟიორი“

დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2024

 

ბანერები