სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტების ვიზიტი საქართველოს მთავარ პროკურატურაში

2013 წლის 8 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე წლის სტუდენტები სასწავლო კურსის - „სამართლის პროფესიების“ ფარგლებში ესტუმრნენ საქართველოს მთავარ პროკურატურას.

სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსს - კახაბერ წერეთელს და პროკურატურის წარმომადგენლებს, რომელთაც პრეზენტაციის სახით გააცნეს პროკურატურის სტრუქტურა, დეპარტამენტები და მათი საქმიანობის პრინციპი.
სტუდენტები, ასევე გაეცნენ მთავარი პროკურატურის მიერ შემუშავებულ მიმდინარე პროექტებს და ინიციატივებს. დაათვალიერეს პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის სამუშაო ოთახი, სადაც, სტუდენტებმა უშუალოდ ნახეს საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის სისტემის მუსშაობის პროცესი.  გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის რეჟიმში დამთავრდა შეხვედრა.

კახაბერ წერეთელთან შეხვედრის შემდეგ, სტუდენტებმა დაათვალიერეს საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა, მათ შორის საკონფერენციო და სათათბირო ოთახები, იუსტიციის სასწავლო ცენტრის იმიტირებული სასამართლო პროცესებისთვის გამოყოფილი დარბაზები, ასევე საგამოძიებო განყოფილებებში გამომძიებლებისა და პროკურორების  სამუშაო ოთახები, სადაც სტუდენტები კითხვა-პასუხის რეჟიმში პრაქტიკულად  გაეცნენ მათი სამუშაო პროცესის მიმდინარეობას.

გაცნობითი ხასიათის ვიზიტები საქართველოს მთავარ პროკურატურაში სისტემური ხასიათისაა, შემდეგი ვიზიტი განხორციელდება ორ კვირაში. ინფორმაციას ვიზიტის თარიღის შესახებ სტუდენტები დამატებით მიიღებენ არგუსის მეშვეობით.

ბანერები