სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტების საყურადღებოდ! მიიღეთ მონაწილეობა თეატრალურ საახალწლო საღამოში!

29 დეკემბერს ილიას საუნივერსიტეტო თეატრში ჩატარდება საახალწლო საღამო-ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი. ამისათვის საჭიროა, თითოეულმა ფაკულტეტმა წარმოადგინოს 7-10 წუთიანი საახალწლო მილოცვა უნივერსიტეტისადმი. შესაძლებელია თითოეულმა ფაკულტეტმა წარმოადგინოს რამდენიმე ჯგუფის ნამუშევარი. ჟანრი თავისუფალია (მუსიკალური ნომერი, ქორეოგრაფიული ნომერი, სკეტჩი, იუმორისტული ჩანახატი, სასცენო ეტიუდი, საესტრადო-საცირკო ნომერი, მხატვრული კითხვა, ფოლკლორი, პანტომიმა).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი. მონაწილეების შერჩევა შედგება 27 დეკემბერს საუნივერსიტეტო თეატრში 12-დან 16 სთ-მდე. საუკეთესო ნომრები წარმოდგენილი იქნება დასკვნით საახალხლო საღამოზე 29 დეკემბერს საღამოს 18 საათზე, სადაც გამოვლინდება გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში. მათთვის დაწესებული იქნება პრიზები. გამარჯვებულს გამოავლენს ფესტივალის ჟიური.

საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისა და რჩევისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ბ-ნ გოგა პიპინაშვილის სტუდიას ”არტ-ჰოლი”, 17 საათის შემდეგ, ან თეატრალური განვითარების ცენტრს - ბ-ნ ოთარ ეგაძეს და თეატრის ადმინისტრაციას.

ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საუნივერსიტეტო თეატრის ოფისს. საკონტაქტო ტელეფონი: 29-47-15 ან 877-23-50-46.

E-mail: theatre@iliauni.edu.ge

ბანერები