სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტები - სტუდენტებისთვის. შეხვედრა კერძო (სამოქალაქო) სამართლის აქტუალურ საკითხების შესახებ

როგორც მოგეხსენებათ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა სწავლების პროცესში დანერგა ე.წ. Mentorship-ის (Students to Students) ურთიერთობის ფორმატი, რაც გულისხმობს დამამთავრებელი წლის სტუდენტების მიერ დაწყებითი კურსის სტუდენტებისათვის სწავლის დროს შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი წლის სტუდენტები მიმდინარე წლის 20 იანვარს, 13:00ზე, A 307 აუდიტორიაში ეპატიჟებიან ყველა მსურველს (დაინტერესებულ პირს, არამხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი წლის სტუდენტებს) მიზნობრივ შეხვედრაზე - კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი რეგულირება საქართველოში, პოზიტიურსამართლებრივირ რეგულირება, არსებული პრობლემები და გამოწვევები.

შეხვედრის დროს დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, მაგ.: კაზუსების ამოხსნა, ჯგუფებში დავალებების შესრულება, ინტელექტუალური თამაში კერძო (სამოქალაქო) სამართლის მიმართულებით.

შეხვედრას წარუძღვებიან დამამთავრებელი წლის სტუდენტები მირიან არიშვილი, ვარლამ ჭიპაშვილი და ანა ვაშალომიძე.
დასწრება თავისუფალია.

ბანერები