სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტები - სტუდენტებისთვის

ილიაუნის სამართლის სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ჩაატარებენ მიზნობრივ შეხვედრებს  პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის. ნანა ნატროშვილი და ქეთევან ქონქლაძე ორშაბათობით 13:00  საათიდან 15:50 მდე, D 311 აუდიტორიაში ჩაატარებენ შეხვედრებს სალექციო კურსის შესავალი სამართალში - 1 და შემდეგ კერძო სამართალი 1-ში, აღნიშნული შეხვედრები დაეხმარება სტუდენტებს სასწავლო მასალის დაძლევაში და მისცემს საშუალებას გაიღრმავოთ ცოდნა ზემოთ აღნიშნულ საკითხებში.

გულად ქანთარია ყოველ სამშაბათს 12:00 საათიდან 14:50  -მდე, C 219 აუდიტორიაში წარუძღვება შეხვედრებს საჯარო სამართალში, რომელიც ისწავლება მეორე კურსზე, დასწრება შეუძლიათ, როგორც პირველ ასევე მეორე წლის სტუდენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

დამამთავრებელი წლის სტუდენტი  სევო სარიშვილი, ასევე სტუდენტები: ნანა ნატროშვილი და ნანა მათეშვილი ყოველ ხუთშაბათს - 15:00  - საათიდან  17:50  -მდე , D 104 აუდიტორიაში სთავაზობენ სტუდენტებს დამხმარე შეხვედრებს ხელშეკრულებების შედგენის ტექნიკაში. ამ შეხვედრებზე სტუდენტებს მიეცემათ საშუალება გაირღმაონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა/უნარჩვევები:

• ნასყიდობის,გავცლის, ჩუქების, ქირავნობის, სესხის, ნარდობის, მიბარება სასაქონლე საწყობსა და ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებების შედგენაზე;
• ლიზინგის,ფრენშაიზინგის, საბანკო მომსახურების,სატრანსტორტო ექსპედიციის, გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულებების ძირითად მახასიათებელ თვისებებზე და მათი გამოყენების გზებზე;
• სახელშეკრულებო სამართლის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ხელშეკრულების შედგენის ტექნიკაში შეხვედრების მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს, რომ გამოუმუშავდეთ  ხელშეკრულების წერითი უნარ-ჩვევები გაიაზრონ ხელშეკრულებების შედგენის თავისებურებები, მათდამი სამართლებრივი ნორმების სწორი მისადაგება, მიიღონ პროფესიული ცოდნა აღნიშნულ დარგში. ასევე, შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკულ საქმიანობაში და სწავლების შემდეგ საფეხურზე.

ბანერები