სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტაჟირება იურისტის თანაშემწის პოზიციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და იურიდიული კომპანია - BDO LEGAL (http://www.bdo.ge/) აცხადებს   სტუდენტთა შესარჩევ კონკურსს BDO LEGAL-ში სტაჟირების გასავლელად  იურისტის თანაშემწის პოზიციაზე. 

სტაჟირების ხანგრძლივობა 6 თვე, შემდგომში მუშაობის გაგრძელების პერსპექტივით.

მოთხოვნები:

  • აპლიკანტი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო, ან საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს  მე-3 კურსის ჩათვლით  ყველა ძირითადი საგანი.
  • აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება
  • არის აქტიური, თავდაჯერებული, კომუნიკაბელური  და აქვს გუნდურად მუშაობის უნარი.

სტაჟიორს მუშაობა მოუწევს შემდეგ თემებზე:

  • კომპანიების დაფუძნება, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, პარტნიორებს შორის ტრანზაქციები;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები (ნასყიდობა, იპოთეკა, ქირავნობა);
  • სამშენებლო პროექტების სამართლებრივი რეგულირება;
  • შრომით სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება;
  • სასამართლო პროცესებში მონაწილეობა;
  • სხვა კერძოსამართლებრივი ტრანზაქციები;
  • სხვა სახის დავალებების შესრულება იურიდიული განხრით;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თავიანთი ელექტრონული CV  უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mgiorgobiani@iliauni.edu.ge,  ან ამობეჭდილი ვარიანტი მოიტანონ სამართლის ფაკულტეტის დეკანატში A 401  აუდიტორიაში 23 ოქტომრამდე.

CV- ს  შედეგად შერჩეულ კანდიდატებს BDO LEGAL-ში ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება, რომლის შედეგადაც მოხდება ერთი, ან ორი კანდიდატის შერჩევა.
 
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე  229 46 16, საკონტაქტო პირი მარიამ გიორგობიანი.

ბანერები