სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სოკრატეს კლუბის დისკუსია სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ

დისკუსიები

18 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გიწვევთ სოკრატეს კლუბის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელზეც განიხილება სახალხო დამცველის რეკომენდაცია სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ.

წინამდებარე საქმეში განმცხადებლის შვილი კორონავირუსის დადასტურების შემდეგ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ექიმმა მამას განუმარტა, რომ პალატაში შვილთან თავმდგმურად ვერ დარჩებოდა, რადგან ბავშვები დედებთან ერთად იმყოფებოდნენ და თავს უხერხულად იგრძნობდნენ პალატაში მამაკაცის ყოფნის გამო. საბოლოოდ მამა შვილთან კლინიკაში ვერ დარჩა.

აღსანიშნავია, რომ კლინიკამ არ დაადგინა ექიმის მხრიდან დისციპლინური გადაცდომა. სახალხო დამცველმა აღნიშნული საქმე შეისწავლა და დაადგინა სქესის ნიშნით დისკრიმინაცია. მისი განმარტებით, მოცემულ საქმეში განმცხადებელს არ მიეცა შესაძლებლობა, შვილის თავმდგმური ყოფილიყო მდედრობითი სქესის წარმომადგენლისგან განსხვავებით; აღნიშნულის მიხედვით, მამაკაცები არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი მათი სქესის გამო.

შეხვედრაზე გამოყენებული იქნება დისკუსია სოკრატეს მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება პრობლემის გაანალიზებასა და მისი მოგვარების გზების ძიებაში. მსჯელობა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების ანალიზს ადამიანის უფლებათა ჭრილში.

მომხსენებელი

ანა კვაჭაძე, თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სახალხო დამცველის ოფისი

მოდერატორი

ანანო მამაგულაშვილი, სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/yc3228ud

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 18 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).

2023

 

ბანერები