სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სოკრატეს კლუბის დისკუსია “საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე”

დისკუსიები

18 იანვარს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში ,,ლიგამუსი", გაიმართება სოკრატეს კლუბის მიერ ორგანიზებული დისკუსია “საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ოჯახში ძალადობის საქმეზე”.

დისკუსიაზე განხილული იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, ოჯახში ძალადობის საქმეზე.

საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ პირმა რამდენჯერმე იძალადა ოჯახის წევრებზე, არასრულწლოვნების თანდასწრებით. ამ საქმეში პირი ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას.

სოკრატეს კლუბი დისკუსიების წარმართვისას იყენებს სოკრატეს მეთოდს, რომელიც გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილებებში არსებულ პრობლემურ საკითხებზე კითხვების დასმასა და სიღრმისეულ მსჯელობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად ოჯახში ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის- ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენა შესაძლებელია, როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით, რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა.

დისკუსიაზე მიმოიხილება ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დეტალები, გაიმართება მსჯელობა უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასა და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე.

მომხსენებლები:

მადონა მაისურაძე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
შორენა ლოლაძე, სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

მოდერატორი:

სალომე მალძიგაშვილი- სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

დისკუსიას მართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშომლობით.

სამუშაო ენა: ქართული
თარიღი: 18 იანვარი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32.

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი.

ბანერები