სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ჯოანა კორნერის საჯარო ლექცია ლიგამუსში

ღონისძიებები

11 ოქტომბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ჯოანა კორნერი წაიკითხავს საჯარო ლექციას „სისხლის სამართლის გლობალური მართლმსაჯულება: წარსული, აწმყო და მომავალი“ სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და ხედვებს.

ეს არის ერთ-ერთი ღონისძიება სამდღიანი სალექციო ციკლისა „გლობალური მართლმსაჯულება: საერთაშორისო სამართალი მოქმედებაში“.

დისკუსიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ გოლეთიანი.

ლექციის სპიკერები:

  • ჯოანა კორნერი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე;
  • ვლადიმირ შკოლნიკოვი, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელმძღვანელი;
  • გიორგი პაპუაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის სკოლის დეკანი;
  • თინათინ გოლეთიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 11 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები