სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სისხლის სამართლის პროცესის საგაზაფხულო სკოლა

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით  მარტში სტუდენტებისთვის გამართავს სისხლის სამართლის პროცესის საგაზაფხულო სკოლას.  

მიზანი

პროექტის მიზანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებს გაუადვილდეთ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არსებული თანამედროვე პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. შესაბამისად, კურსის ფარგლებში განხილული იქნება როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის გზები და საშუალებები, ისე მათთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. საგაზაფხულო სკოლის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ პრაქტიკოსი იურისტები (მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი) და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

საგაზაფხულო სკოლის თითოეული მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

ვის შეუძლია გახდეს საგაზაფხულო სკოლის მონაწილე?  

საგაზაფხულო სკოლის მონაწილე შეუძლია გახდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.

როგორ გავხდე საგაზაფხულო სკოლის სტუდენტი?

იმისთვის რომ გახდე საზაფხულო სკოლის მონაწილე, 2021 წლის 1-ლი მარტის ჩათვლით შეავსე მარტივი სააპლიკაციო ფორმა.

სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/BgxFar29t6xnMbXK6 

საგახაფხულო სკოლის ფორმატი და განრიგი

  • ფორმატი: კურსი წარიმართება დისტანციურად პლატფორმა ზუმის გამოყენებით (თითოეული დაგეგმილი ლექციის წინ მიიღებთ ლექციის ბმულს ელექტრონულ ფოსტაზე). ლექციები წარიმართება ინტერაქტიული სწავლების მეთოდით და მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები.
  • ლექციებისა და სალექციო საათების რაოდენობა: საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში პრაქტიკოსი იურისტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ჩაატარებენ 7 ლექციას (თითოეული ლექციის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი, გათვალისწინებულია მცირე შესვენება).  
  • განრიგი: საზაფხულო სკოლა მოიცავს 14 საათს, რომლებიც განაწილდება 7 დღეზე (დღეში 2 საათი) ქვემოთ მოცემული განრიგით.
  • რას ვისწავლი? ვინ მასწავლის?

საგაზაფხულო სკოლა სისხლის სამართლის პროცესში მოიცავს შვიდ ლექციას, რომელთაც გაუძღვებიან აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი და მოწვეული პრაქტიკოსი იურისტები (მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი).

კურსის განრიგი

_____________________________________________________________________________________________

პირველი ლექცია

დრო: 3 მარტი, 15:00 საათი

თემა: მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა, როგორც სისხლის სამართლის პროცესის უმნიშვნელოვანესი პრინციპი. რამდენად უზრუნველყოფილია ამ პრინციპის მოქმედება გამოძიებისა და სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპებზე.

ლექტორი: ზაზა მეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

_____________________________________________________________________________________________

მეორე ლექცია

დრო: 5 მარტი, 15:00 საათი

თემა: გამოძიების დაწყება და წარმოება; გამოძიების ორგანოები; საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, შესაბამისი ოქმების შედგენა, მტკიცებულებათა მოპოვება და დაცვის მხარისათვის გადაცემა;  სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება – პროკურორი, როგორც გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი.

ლექტორი: ლაშა ცქვიტარია, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი

_____________________________________________________________________________________________

მესამე ლექცია

დრო: 9 მარტი, 15:00 საათი

თემა: ადვოკატი, როგორც ბრალდებულის ინტერესების დამცველი გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში საქმის განხილვისას

1. რა ინსტრუმენტები აქვს ადვოკატს მტკიცებულებების მოსაპოვებლად;

2. რა დაბრკოლებებს (როგორც სამართლებრივს, ისე ფაქტობრივს) აწყდება ადვოკატი მტკიცებულებების მოპოვების პროცესში და როგორია დაბრკოლებების გადალახვის ან მათზე გვერდის აქცევის გზები;

3. რა განაპირობებს დაცვის მხარის ინერტულობას მტკიცებულებების მოპოვების პროცესში და როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას;

4. გარდა მტკიცებულებების მოპოვებისა, რა არის ცენტრალური საკითხები, რომელთაც ადვოკატმა ყურადღება უნდა მიაქციოს გამოძიების ეტაპზე;

5. რა ინსტრუმენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გასანეიტრალებლად.

ლექტორი: ბექა ბასილაია, ადვოკატი

_____________________________________________________________________________________________

მეოთხე ლექცია

დრო: 12 მარტი, 15:00 საათი

თემა: სასამართლო, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება – მოსამართლის მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვა.

1. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები,  მათ შორის სასამართლოს განჩინების დასაბუთების პრობლემა, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დადგენილი პრაქტიკა (ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ბრალდებული ვერ იხდის გირაოს თანხას და პროკურორი ითხოვს გირაოს პატიმრობით შეცვლას), აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის მოსამართლის ინიციატივით გადასინჯვის სტანდარტი და აქტუალური საკითხები;

2. მტკიცებულების დასაშვებობის პრობლემა – დაუშვებელი მტკიცებულებები, კომპიუტერულ საშუალებებში დაცული ინფორმაციის გამოთხოვა, კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი),  მხარეების მიერ მტკიცებულებების მოპოვების დროს ხშირად დაშვებული შეცდომები;

3. მოსამართლის როლი შეჯიბრებით პროცესში (დამაზუსტებელი კითხის დასმის უფლება მხოლოდ მხარეთა თანხმობით – სასამართლო პრაქტიკა და არსებული გამოწვევები. მოსამართლის ვალდებულება ნეიტრალურად წარმართოს პროცესი და მხარეებს მიანიჭოს თანაბარი შესაძლებლობები);

4. მხარეთა მიერ პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის დროს დაშვებული შეცდომები;

5. ირიბი ჩვენებების გამოყენების პრობლემა სასამართლო პრაქტიკაში.

ლექტორი: ალექსანდრე იაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

_____________________________________________________________________________________________

მეხუთე ლექცია

დრო: 17 მარტი, 15:00 საათი

თემა: საპროცესო უნარ-ჩვევები, დასკვნითი სიტყვა, ჯვარედინი დაკითხვა, პირდაპირი დაკითხვა.

ლექტორი: ტარიელ კაკაბაძე, ადვოკატი

_____________________________________________________________________________________________

მეექვსე ლექცია

დრო: 19 მარტი, 15:00 საათი

თემა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უახლოეს წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამის მუხლებთან მიმართებით და საქართველოს პარლამენტის მიერ მათი აღსრულება; აღსრულდა თუ არა ეს გადაწყვეტილებები და აღსრულების შემთხვევაში კანონში შეტანილი ცვლილებები რამდენად შეესაბამება ამ გადაწყვეტილებებს; ამ მიზეზის გამო, შესაბამისად, რა ტიპის პრობლემები იქმნება სასამართლო პრაქტიკაში. მაგ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ირიბ ჩვენებაზე, კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული ობიექტის ბრალდების მხარის მიერ პირველად გამოკვლევაზე და ა.შ.

ლექტორი: ზაზა მეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

_____________________________________________________________________________________________

მეშვიდე ლექცია

დრო: 23 მარტი, 15:00 საათი

თემა: საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და სამართალწარმოებისთვის ხელის შეშლის საფრთხეების დასაბუთების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან;
გირაოს ოდენობის განსაზღვრისა და გირაოს პატიმრობით უზრუნველყოფის პრაქტიკის შესაბამისობა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.

ლექტორი: ნანა მჭედლიძე, „უფლებები საქართველოს“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, თბილისის ღია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თსუ-ის ლექტორი ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში

ბანერები