სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სიახლე ილიაუნის ბიბლიოთეკისგან: წვდომა სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზე Lexis Nexis Academic

2017 წლის იანვრიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მხარდაჭერით, ილიაუნის ბიბლიოთეკა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოში აღიარებულ სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზე - Lexis Nexis Academic.

LexisNexis Academic არის სამეცნიერო ელექტრონულ ბაზა სამართლის მიმართულებით, რომელიც აერთიანებს 5800-ზე მეტი გამომცემლობის საინფორმაციო რესურსს. მასში ხელმისაწვდომია ამერიკის როგორც ფედერალური, ისე საშტატო სასამართლოების მასალები და ასობით იურიდიული მიმოხილვა.

აღნიშნულ ელექტრონულ ბაზაზე წვდომა შესაძლებელია ილიაუნის ბიბლიოთეკის ვებგვერდიდან library.iliauni.edu.ge - როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ისე მის გარეთ, უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის გამოყენებით (დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბიბლიოთეკის ვებგვერდზე: library.iliauni.edu.ge).

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ LexisNexis Academic ბაზაში ძიების დაწყების შემდეგ პროცესის გასაგრძელებლად აუცილებლად უნდა აირჩიოთ რეჟიმი „continue without registration“. სისტემა მხოლოდ ამის შემდეგ მოგცემთ მოძიებული მასალის გაცნობის საშუალებას.

გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხისა და წარმატებული კვლევების ჩასატარებლად.

ბანერები