სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამებზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს შიდა მობილობას 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე.

სტუდენტების მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2021 წლის 16 აგვისტო.

  • განაცხადი უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა „არგუსის“ საშუალებით; შიდა მობილობის მსურველმა პირებმა, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 წელს, განცხადებას უნდა დაურთონ ცნობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრიდან, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია მიმღებ პროგრამაზე საჭირო მესამე ან/და მეოთხე გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ გამოცდებში მიღებული ნედლი ქულის მითითებით; წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება ვერ განიხილება;
  • შიდა მობილობა ცხადდება 20 ვაკანტურ ადგილზე;
  • სამართლის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე;
  • შიდა მობილობის მსურველ პირს 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ქვემოთ მოცემული ოთხი საგანი:
    • ქართული ენა და ლიტერატურა
    • უცხოური ენა
    • მათემატიკა ან ისტორია
    • ზოგადი უნარები, ლიტერატურა ან სამოქალაქო განათლება

დამატებითი ინფორმაცია: ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში.

ბანერები