
ღონისძიებები
16 აგვისტო, 2022

ახალი ამბები
3 აგვისტო, 2022

ღონისძიებები
22 ივლისი, 2022
შიდა მობილობა სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს შიდა მობილობას 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე.
სტუდენტების მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2022 წლის 22 ივლისი.
- განაცხადი უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა „არგუსის“ საშუალებით;
- შიდა მობილობა ცხადდება 20 ვაკანტურ ადგილზე;
- სამართლის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე;
დამატებითი ინფორმაცია: ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში.
2022 წელი