სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა სამართლის სკოლის პროგრამებზე – 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს შიდა მობილობას 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

  • სამართლის სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობა გამოცხადდა ქვემოთ ჩამოთვლილ პროგრამებზე:
    • ა) სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამა – 20 ვაკანტური ადგილი;
    • ბ) სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამები:
      • ბ.ა. კერძო (ბიზნეს) სამართალი – 1 ვაკანტური ადგილი;
      • ბ.ბ. საჯარო სამართალი და პოლიტიკა – 1 ვაკანტური ადგილი;
      • ბ.გ. სისხლის სამართალი – 1 ვაკანტური ადგილი.
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადა განისაზღვრა 2023 წლის 12 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით;
  • სტუდენტთა მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ განაცხადი უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ,,არგუსის“ საშუალებით;
  • სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობა ცხადდება მხოლოდ ამავე სკოლის სტუდენტთათვის;
  • სამართლის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე;
  • სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე შიდა მობილობის მსურველი პირების რეიტინგი დგება შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ქულების საფუძველზე;
  • სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნეს ის წინაპირობები, რომლებიც დადგენილია სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისთვის;
  • 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი;
  • ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში.
2023 წელი
ბანერები