
ღონისძიებები
29 აპრილი, 2025

ღონისძიებები
25 აპრილი, 2025

ახალი ამბები
3 აპრილი, 2025
შიდა მობილობა სამართლის სკოლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობა გამოცხადდა ქვემოთ ჩამოთვლილ პროგრამებზე:
ა) სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამა - 20 ვაკანტური ადგილი;
ბ) სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამები:
- ბ.ა. კერძო (ბიზნეს) სამართალი - 1 ვაკანტური ადგილი;
- ბ.ბ. საჯარო სამართალი და პოლიტიკა - 1 ვაკანტური ადგილი;
- ბ.გ. სისხლის სამართალი - 1 ვაკანტური ადგილი.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2023 წლის 21 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით;
- სტუდენტთა მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ განაცხადება უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა ,,არგუსი“-ს საშუალებით;
- სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობა ცხადდება მხოლოდ ამავე სკოლის სტუდენტთათვის;
- სამართლის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე;
- სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე შიდა მობილობის მსურველი პირების რეიტინგი დგება შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ქულების საფუძველზე;
დამატებითი ინფორმაცია: ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში.
2023