
ახალი ამბები

ღონისძიებები
3 მარტი, 2021

ღონისძიებები
26 თებერვალი, 2021
შიდა მობილობა ილიაუნის სამართლის სკოლაში
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს შიდა მობილობას 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე.
სტუდენტების მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2021 წლის 19 თებერვალი.
- განაცხადი უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ,,არგუსის“ს საშუალებით;
- შიდა მობილობა ცხადდება 20 ვაკანტურ ადგილზე;
- სამართლის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე;
- შიდა მობილობის მსურველ პირს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ქვემოთ მოცემული ოთხი საგანი:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- უცხოური ენა
- მათემატიკა ან ისტორია
- ზოგადი უნარები, ლიტერატურა ან სამოქალაქო განათლება
დამატებითი ინფორმაცია: ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში.