სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის ზეგავლენის შეფასება ილიაუნის მონაწილეობით

ახალი ამბები

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრმა და  პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფმა (PMCG) გაიმარჯვეს GIZ-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობას ,„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის (ex post) მომზადებაში. პროექტი განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ ეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით განხორციელებული მესამე რეგულირების ზეგავლენის შეფასება (Regulatory Impact Assessment) იქნება.

ბანერები