სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები“

”ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველომ”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის ცენტრთან თანამშრომლობით, განახორციელა ”სამართლის სკოლა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები“. აღნიშნული პროექტი ხორციელდება პროექტების ციკლის - „ელსა შეუზღუდავი უფლებებისა და შესაძლებლობებისთვის“ - ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავდა სამართლის სკოლის სტუდენტებისა და ახალგაზრდა იურისტების დაინტერესებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი და სოციალური მდგომარეობით და მათი ცოდნის გაღრმავებას, საერთაშორისო კანონმდებლობით უზრუნველყოფილი სტანდარტების შესაბამისად, საქართველოში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწისა და განვითარების მიზნით.
სამართლის სკოლა გაიმართა 2014 წლის 13-19 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ლექციებს წარუძღვნენ სპეციალისტები, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი იურისტები. მათ განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული
მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები:

    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი უფლებები. რატი იონათამიშვილი (კოალიციის - „თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები“ - გამგეობის წევრი).
    • საერთაშორისო კანონმდებლობით უზრუნველყოფილი სტანდარტები შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში. ნათია ფირაშვილი (საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის უფროსი).
    • სახელმწიფო პოლიტიკა და პროგრამები, ეროვნული კანონმდებლობა. ირინა ობოლაძე (გაეროს განვითარების პროგრამის იურისტი).
    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნები და მისი იმპლემენტაცია. ლინა ღვინიანიძე (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMS) ხელმძღვანელი), ლელა გვიშიანი (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი).
    • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი და მისი საქმიანობა. ნათია ფირაშვილი (საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის უფროსი).
    • სოციალური მომსახურების სააგენტოს როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის. ბიძინა ხარაზიშვილი (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების ხელმძღვანელი).
    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, როგორც საკუთარი უფლებების დამცველები. მნიშვნელობა და პერსპექტივები. ნინო ბაიდაური (კოალიციის - „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ - კოორდინატორი).

 

 

ბანერები