სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

24 ნოებერს, 14:00 საათზე ილიაუნის ავსტრიული ბიბლიოთეკის შენობაში (H 105 აუდიტორია) გაიმართება შეხვედრა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან თემაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლების კამპანია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან.

ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული ცენტრი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წარმომადგენელები შეხვდებიან საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტებს და ჩაატარებენ საინფორმაციო სემინარს შემდეგ საკითხებზე:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უფლების რეალიზაცია საქართველოში – საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის წარდგენა.
  • ცნების – „შეზღუდული შესაძლებლობები“ განსაზღვრება საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობაში.
  • სამედიცინო მოდელი vs სოციალური მოდელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისას.
  • დისკრიმინაციის შემცველი მიდგომები, სოციალური სტერეოტიპები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებაში.
  • გაერთიანებული ერების 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მიერ დადგენილი სტანდარტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო რეზიდენტული დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები – საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში.

საინფორმაციო სემინარის ჩატარებამდე მოხდება სტუდენტების დამოკიდებულების, შეფასებებისა და ინფორმირებულობის დონის კვლევა შეზღუდული შეშაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან მიმართებაში. სემინარის ბოლოს, მოხდება აღნიშნული დამოკიდებულებების ხელახალი კვლევა და სემინარის ეფექტურობის წინასწარი შედეგების შეფასება.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები