სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურორთან

2013 წლის 22 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტები  სასწავლო კურსის - „სამართლის პროფესიების“ ფარგლებში კვლავ ესტუმრნენ საქართველოს მთავარ პროკურატურას.

სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს მთავარ პროკურორს - არჩილ კბილაშვილს,  მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსს - კახაბერ წერეთელს და პროკურატურის წარმომადგენლებს, რომელთაც პრეზენტაციის სახით გააცნეს პროკურატურის სტრუქტურა, დეპარტამენტები და მათი საქმიანობის პრინციპი.
სტუდენტები, ასევე გაეცნენ მთავარი პროკურატურის მიერ შემუშავებულ მიმდინარე პროექტებს და ინიციატივებს, მათ შორის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის შესახებ. სტუდენტების ინიციატივით, ბატონმა არჩილ კბილაშვილმა ასევე ისაუბრა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, მის პრიორიტეტებზე და ნაკლოვანებებზე, განიხილეს სასამართლოში უკვე განხილული ქეისები და მისი შედეგები.  გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის რეჟიმში დამთავრდა შეხვედრა.

არჩილ კბილაშვითან შეხვედრის შემდეგ, პროკურორმა - ია დარჯანიამ, სტუდენტებს კონკრეტულად გააცნო და დაათვალიერებინა საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა, მათ შორის საკონფერენციო და სათათბირო ოთახები, დაკითხვისა და ამოცნობის ოთახები, ასევე საგამოძიებო განყოფილებებში გამომძიებლებისა და პროკურორების  სამუშაო ოთახები, სადაც სტუდენტები კითხვა-პასუხის რეჟიმში პრაქტიკულად  გაეცნენ მათი სამუშაო პროცესის მიმდინარეობას.

ბანერები