სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შეხვედრა და დისკუსია „რა უნდა ვიცოდეთ სექსუალური ძალადობის შესახებ?"

ღონისძიებები

25 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულება და კლუბი “KHIDI” USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გიწვევთ შეხვედრა და დისკუსიაზე “რა უნდა ვიცოდეთ სექსუალური ძალადობის შესახებ?”

სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ხასიათისა და სიმძიმის გამო მისი პრევენცია ან მასზე მართლმსაჯულების განხორციელება მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთულად შესასრულებელი ამოცანაა.

დისკუსიაზე მომხსენებელთან ერთად ვისაუბრებთ, რას გულისხმობს სექსუალური ძალადობა, განვიხილავთ სახელმწიფოსა და შესაბამისი ორგანოების დამოკიდებულებას, გამოძიების საკითხს და ბოლო პერიოდში კლუბებში მომხდარ შემთხვევებს.

მომხსენებელი

ბაია პატარაია, კავშირის „საფარი“ ხელმძღვანელი

მოდერატორი

ნატო მირზაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკის მკვლევარი

დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 25 ნოემბრამდე მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/46j7au3z

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 25 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: კლუბი KHIDI (ჰეიდარ ალიევის მარჯვენა სანაპირო)

სემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი, რომელთაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს.

2022

ბანერები