სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შესარჩევი კონკურსი იმიტირებულ სასამართლო პროცესში (FDI Moot Court Competition) მონაწილეობისათვის

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს ღია შესარჩევ კონკურსს იმიტირებულ სასამართლო პროცესში (FDI Moot Court Competition) მონაწილეობისათვის.

კონკურსი ცხადდება იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სარჩელებზე მუშაობის საპასუხისმგებლო პროცესში და აქვთ მოტივაცია, წარადგინონ უნივერსიტეტი ზეპირ მოსმენებზე ქ. ლონდონში, 29 ოქტომბრიდან 1-ლ ნოემბრამდე. იმიტირებულ პროცესზე განიხილება ჰიპოთეტური საქმე, რომელიც დაკავშირებულია კერძო ინვესტორთან და სახელმწიფოსთან, რომლის განვითარებაშიც ინვესტორი ფულს დებს. იმიტირებული პროცესი გრძელდება 6 თვეს და იყოფა ორ ეტაპად: მოსარჩელისა და მოპასუხის მემორიალების (სარჩელების) დაწერა და შემდგომ ზეპირი მოსმენები არბიტრაჟის წინაშე, სარჩელების საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლის სკოლის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას (ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად) და აქვს საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის შესახებ საბაზისო ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, 18 მაისის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე lawpapers@iliauni.edu.ge გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს ორი გვერდისა) და CV Europass.

კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად: საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.
 
გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება 22 მაისს (ზუსტი დრო და აუდიტორია ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით).

დამატებითი ინფორმაცია იმიტირებული სასამართლო პროცესის (FDI Moot Court Competition) შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: http://www.fdimoot.org/

გისურვებთ წარმატებებს!!

ბანერები