სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები“ - მარკ ტაშნეტის წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

21 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B101 აუდიტორიაში გაიმართება მარკ ტაშნეტის წიგნის - „შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები“ - ქართული თარგმანის პრეზენტაცია. პრეზენტაციას გაუძღვება პროფესორი გიორგი პაპუაშვილი.

წიგნის შესახებ

ნაშრომი, რომელიც პირველად 2014 წელს გამოიცა, გამიზნულია სტუდენტებისა და დარგის დამწყები მკვლევრებისთვის. მასში თავმოყრილია ძირითადი მოსაზრებები კონსტიტუციური მოწყობისა და სტრუქტურის საკითხებზე. წიგნი საინტერესო იქნება შედარებითი პოლიტიკის სპეციალისტებისთვისაც.

წიგნი ქართულად თარგმნა ვანო გოგელიამ.

დრო: 21 დეკემბერი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: B101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები