სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„შავი სარკის“ ეპიზოდის – „მთელი შენი ამბავი“ ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გახმაურებული სერიალის, „შავი სარკის“ერთ-ერთი ეპიზოდის – „მთელი შენი ამბავი" ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს.

ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

მომხსენებელი – გიორგი მელაძე, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საკონსტიტუციო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი

მოდერატორი – მარიამ გაბრიჩიძე, ილიაუნის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი

„შავი სარკე" გახმაურებული ბრიტანეული სერიალია, რომელიც გვიყვება იმაზე, თუ როგორ შეცვალა ახალმა ტექნოლოგიებმა ჩვენი ცხოვრება. თითოეულ სერიაში ადამიანების კომპიუტერებზე, სმარტფონებსა თუ ტაბლეტებზე მიჯაჭვულობის ამბავია მოთხრობილი.

სწორედ ტექნოლოგიებია თანამედროვე ადამიანის შავი სარკე, რომელიც მთელს ჩვენს ცხოვრებას ირეკლავს და იმახსოვრებს.

სერიას „მთელი შენი ამბავი" ალტერნატიულ რეალობაში გადავყავართ, სადაც ადამიანები სპეციალური მოწყობილობის დახმარებით თითოეულ მოქმედებას იწერენ და შეუძლიათ საკუთარი წარსული „გადაახვიონ".

რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ამას?

დრო: 17 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია A101 (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები