სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სერთიფიკატების გადაცემა

23 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ფორჩხიძემ, სერტიფიკატები გადასცა სამართლის სკოლის 12 სტუდენტს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტრენინგი - „საბანკო სექტორის სამართლებრივ რეგულირების ეროვნული და საერთაშორისო ასპექტები“.
ტრენინგი შეეხებოდა საბანკო სექტორის სამართლებრივი რეგულირების სპეციფიკას, ასევე იმ სამართლებრივი ბაზის დეტალურ მიმოხილვას, რომლის საფუძველზეც ქართული კომერციული ბანკები საქმიანობენ.
ტრენინგს უძღვებოდნენ ეროვნული ბანკის იურისტები: ირაკლი კალანდაძე, გიორგი ძიგუაშვილი და თორნიკე რევიშვილი.

ბანერები